The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ბოკერია

ოთარ ბოკერია
დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:1987  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს.

1939-1941წწ. მუშაობდა თბილისის სამშენებლო ორგანიზაციებში - სამუშაოთა მწარმოებლად; 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (სამხედრო სამსახური ბერლინში დაასრულა); 1945-1953წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N27 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" ტყვარჩელის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1953-1965წწ. N7 სამშენებლო ტრესტ "შახტმშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1965-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1981-1987წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყო დამკვეთის, ექსპერტიზისა და ხარჯთაღრიცხვო სამსახურის უფროსი; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა, სახელმწიფო არქივისა და სამეცნიერო ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობები, მეცნიერებათა აკადემიის ობიექტები, საქართველოს ენციკლოპედიისა და გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობები, ადმინისტრაციული სახლი ინგოროყვას ქუჩაზე, აღდგა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები საბრძოლო და შრომითი მამაცობისა და თავდადებისთვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.94-95

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: