Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ბოკერია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს. 1939-1941წწ. მუშაობდა თბილისის სამშენებლო ორგანიზაციებში - სამუშაოთა მწარმოებლად; 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (სამხედრო სამსახური ბერლინში დაასრულა); 1945-1953წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N27 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" ტყვარჩელის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1953-1965წწ. N7 სამშენებლო ტრესტ "შახტმშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1965-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1981-1987წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყო დამკვეთის, ექსპერტიზისა და ხარჯთაღრიცხვო სამსახურის უფროსი; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა, სახელმწიფო არქივისა და სამეცნიერო ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობები, მეცნიერებათა აკადემიის ობიექტები, საქართველოს ენციკლოპედიისა და გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობები, ადმინისტრაციული სახლი ინგოროყვას ქუჩაზე, აღდგა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები საბრძოლო და შრომითი მამაცობისა და თავდადებისთვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.94-95 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |