The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუმბერ ბოკერია

ჯუმბერ ბოკერია
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1933
გარდაცვ. თარიღი:1995  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1957 წელს.

1958 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენპროექტში" რიგით და უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, არქიტექტურული სახელოსნოს მთავარ კონსტრუქტორად და ინსტიტუტის მთავარ ინჟინრად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძრვანელობით, დაპროექტდა და აშენდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიისა და ენერგეტიკის ფაკულტეტების, ონკოლოგიის, რადიოლოგიისა და რენტგენოლოსიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობები, რესპუბლიკის 1200-ადგილიანი ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი და ბიბლიოთეკა (5 მილიონ ტომზე); ასევე - ბიოლოგიის ფაკულტეტი, საერთო საცხოვრებელი და პედაგოგიური ინსტიტუტი ცხინვალში, სკოლები და საცხოვრებელი სახლები (ასაწყობ-მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოყენებით); ამასთანავე, განხორციელდა ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქცია; დეფორმირებული საცხოვრებელი სახლის გასწორება-რეკონსტრუქცია (რუსთავში); დაინერგა დასაბურღი-დასატენი ხიმინჯები სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის (დიდი ჩაღრმავებით); მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.95

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქციისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: