The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კორნელი წეროძე

კორნელი წეროძე
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1916
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1997  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1938 წლიდან იყო საბჭოთა არმიის რიგებში. 1941-1943 წლებში დიდი სამამულო ომის დროს, 121-ე სამედიცინო სანიტარული ბატალიონის ზემდეგი იყო. 1951 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ დაბლაციხის საექიმო უბნის გამგედ, 1955 წლიდან თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში. საქართველოში პირველს მიენიჭა სსრკ სახალხო ექიმის წოდება.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.310

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - სსრკ სახალხო ექიმი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: