შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ წვერავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხონი, ახლანდელი ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1928 წელს. 1930-1931 წლებში იყო გამომცემლობა "ფედერაციის", ხოლო 1952-1953 წლებში "საბჭოთა მწერლის" დირექტორი. პირველი წიგნი "ნოველები" გამოაქვეყნა 1931 წელს. მას ეკუთვნის მოთხრობების ("მოთხრობები", 1940, 1948, 1966; "გმირის ღიმილი", 1950; "მჭედლების უბანში", 1958), მხატვრულ-დოკუმენტური ნარკვევებისა ("ფოლადის გზაზე", 1960; "იმ ბობოქარ დღეებში", 1970; "ოქტომბრის დღეები", 1981) და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების კრებულები ("წერილები ლიტერატურაზე", 1960; "ნარკვევები ქართულ ლიტერატურაზე", 1967). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.311 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |