შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ბოკუჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სეფიეთი, აბაშის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1974წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცხეთის სარემონტო-სამშენბლო უბნის უფროსად; 1974-1985წწ. სამშენებლო გაერთიანება "თბილმეტრომშენის" სისტემაში - საპროექტო ჯგუფის ინჟინრად, ტექნიკური და საწარმოო განყოფილებების უფროსად; 1985-1989წწ. თბილისის ოქტომბრის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ტერიტორიულ-დარგთაშორისი სამმართველოს უფროსად; 1989 წელს დაინიშნა სამშენბლო გაერთიანება "თბილმეტრომშენის" სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1993 წლიდან მუშაობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, როგორც "თბილმეტრომშენის" დამოუკიდებელი სამეურნეო ერთეულის ხელმძრვანელი მოსკოვში; 2002 წელს სათავეში ჩაუდგა მოსკოვის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სამშენებლო სამმართველოს; მისი მონაწილეობით აიგო თბილისის მეტროპოლიტენის პირველი და მეორე რიგის ობიექტები, მოსკოვის მეტროსადგურები - "კურსკაია" და "დუბროვკა"; განხორციელდა მიწისქვეშა სივრცის ურთულესი მიერთება სადგურ "ოხოტნი რიადთან" და უნიკალურ მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრ "მანეჟის მოედანთან"; მისი ხელმძრვანელობით, ასევე, აშენდა სხვადასხვა ტექნოლოგიური დანიშნულების დიდი კვეთის მიწისქვეშა ნაგებობები მოსკოვის მეტროსადგურებზე: "ჩკალოვსკაია", "დუბროვკა", "ტრუბნაია", "სრეტინსკი ბულვარი", "მიტინო", "მარინა როშჩა" და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.95; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.90 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |