The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი ბოლქვაძე

ალექსი ბოლქვაძე
Date of birth:25 August, 1907
Date of death:1981  (at 73 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1925 წელს, ხოლო 1929 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის სამშენებლო განყოფილება ჰიდრომშენებლობის სპეციალობით.

1929-1936წწ. მუშაობდა "რიონჰესის" მშენებლობაზე, თავდაპირველად სამუშაოთა მწარმოებლად, შემდგომ უბნის უფროსად და ბოლოს სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1936-1941წწ. სამხედრო სამსახურში იყო და ხელმძღვანელობდა სპეცდანიშნულების ობიექტების სამშენებლო უწყებას; 1941-1949წწ. მუშაობდა ქალაქ ქუთაისში მშენებლობის მთავარ ინჟინრად; 1949 წელს გადაყვანილ იქნა ქ. თბილისში სამშენებლო ტრესტის (ყოფილ "საქმშენი") მთავარ ინჟინრად, სადაც მუშაობდა 1953 წლამდე; 1953 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1969 წალს დაინიშნა "საქენერგოს" სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.96

Awards and Honors

  • 1974 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1974 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1945 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

Share: