The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია წივწივაძე

დაბადების თარიღი:20 მარტი, 1881
გარდაცვ. თარიღი:15 მარტი, 1938  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხონი, ხონის რაიონი.

1911 წელს მოსკოვში მოაწყო არალეგალური სტამბა. მონაწილეობდა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის მომზადებასა და მსვლელობაში მოსკოვში, 1917-1921 წლებში პარტიული და საბჭოთა სამუშაოზე იყო მოსკოვში, 1921-1922 წლებში კი თბილისში. 1923-1937 წლებში მოსკოვში მოღვაწეობდა პასუხსაგებ ადმინისტრაციულ- სამეურნეო თანამდებობებზე. ხშირად ხვდებოდა ვ. ლენინს, ასრულებდა მის დავალებებს, რის შესახებაც დაგვიტოვა საინტერესო მოგონებები. პროფესიონალი რევოლუციონერი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, 1905-1907 რევოლუციის მონაწილე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.316

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია , წევრი (1903-)
  • რკპ(ბ) VIII-IX ყრილობა, დელეგატი
  • რსდმპ(ბ) მოსკოვის კომიტეტი, მდივანი
  • რსდმპ(ბ) მოსკოვის კომიტეტის ბიურო, წევრი (1917-)
  • სრულიად რუსეთის ცაკი, წევრი

გააზიარე: