შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი წითლანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სახო, ასპინძის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1938 წელს დანიშნეს რევმატოლოგიური დისპანსერის მთავარ ექიმად. 1941-1945 წლებში იყო ევაკოჰოსპიტლის სამედიცინო ნაწილის უფროსი, 1946-1948 წლებში საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო სამმართველოს მთავარი ექიმი; 1950-1953 წლებში განაგებდა კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის ფილიალს წყალტუბოში; 1959-1977 წლებში იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის გამგე. შეისწავლიდა კურორტოლოგიის, კარდიოლოგიის, რევმატოლოგიის საკითხებს, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტისა და წყალტუბოს მინერალური წყლების თვისებებს. ქართველი საბჭოთა კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1955), პროფესორი(1960). საკურორტო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.322 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |