The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია წიკლაური

დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1883
გარდაცვ. თარიღი:10 მაისი, 1958  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მექანიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ამტნისხევი, თიანეთის რაიონი.

1898-1920 წლებში მუშაობდა ბაქოს საორთლქმავლო დეპოში ზეინკლის მოწაფედ, ზეინკლად, მემანქანედ. მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, ბაქოს მუშათა 1905 წლის გაფიცვებსა და დემონსტრაციებში. 1920 წლიდან იყო თბილისის საორთქლმავლო დეპოს მემანქანე, 1934 წლიდან მემანქანე-ინსტრუქტორი. მან ამიერკავკასიის რკინიგზაზე ერთ-ერთმა პირველმა დანერგა მძიმეწონიანი მატარებლების დიდი სიჩქარით მოძრაობისა და კაპიტალურ შეკეთებათა შორის ორთქლმავლის გარბენის გადიდების მეთოდები. ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის საორთქლმავლო დეპოს ერთ-ერთი პირველი ქართველი სტახანოველი მემანქანე-ინსტრუქტორი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.323

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1939-)
  • სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პირველი მოწვევა, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1948 - საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი (3 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: