The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ბოლქვაძე

ვახტანგ ბოლქვაძე
დაბადების თარიღი:1926  (99 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამშენებლო ტექნიკუმი 1949 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომაგისტრალებისა და საქალაქო გზების მშენებლობის სპეციალობით 1953 წელს.

1953-1954წწ. მუშაობდა ალმა-ათაში (ყაზახეთის სსრ) სამოქალაქო საცხოვრებელ ნაგებობათა მშენებლობის სამინისტროს სისტემაში; 1954-1976წწ. სსრკ სახელმწიფო-საგზაო საპროექტო ინსტიტუტის ("სახავტოგზაპროექტი") თბილისის ფილიალის საგზაო განყოფილებაში - ინჟინრად, საძიებო პარტიისა და ექსპედიციის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1976-1988წწ. საგზაო განყოფილების უფროსად; 1988-1992წწ. ამავე ინსტიტუტის ტექნიკური განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1992-2001წწ. კონცერნ "საქგვირაბმშენის" საპროექტო ფილიალ "პროექტის" დირექტორის მოადგილედ; 1960-1964წწ. მივლინებული იყო ავღანეთში "კუშკა-ჰერატ-ყანდაღარის" საავტომობილო გზის დაპროექტება-მშენებლობაზე მუშა-პროექტების ჯგუფის უფროსის მოადგილედ; 1969-1971წწ. კუბის რესპუბლიკაში - პროექტის მთავარ ინჟინრად; მონაწილეობდა საავტომობილო გზებისა და მასზე მდებარე საინჟინრო ნაგებობების, კერზოდ, "ჯვარი-ხაიშის", "ანგრენ-კოკანდის" ახალი და ქ. ტაშკენტის შემოსავლელი გზების (უზბეკეთის სსრ), "ტუაფსე-ხადიჟენსკისა" და "სიმფეროპოლ-იალტის" გზების (რუსეთი), "კიურდამირ-ევლახისა" და "შამქორ-განჯის" (აზერბაიჯანის სსრ) გზების დაპროექტებაში; როგორც პროექტის მთავარი ინჟინერი, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ყარაყუმის უდაბნოში (თურქმენეთი) "ტახტაბაზარ-კერკის" 300 კმ-იანი, კასპიის ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს გასწვრივი "პრიჩალ-ჰასანყულის" 80 კმ-იანი გზების რეკონსტრუქციის დაპროექტებას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.96

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • კუბის საელჩოს საპატიო სიგელი
  • შრომის ვეტერანის მედალი

გააზიარე: