Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფრიდონ ბოჭორიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯვარისა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს. 1969 წლიდან 1971 წლამდე იყო სავალდებული სამხედრო სამსახურში; ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო რუსთავის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ცენტრმეტალურგმშენში" რიგით თანამშრომლად, შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქ. რუსთავის N1 სამშენებლო ტრესტის N6 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაო მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1987-1989წწ. ამავე სამმართველოს მთავარი ინჟინერი იყო, ხოლო 1989 წელს სამმართველოს უფროსად დაინიშნა; 1992 წლიდან მოსკოვში გადავიდა და 2007 წლამდე მუშაობდა შპს "სტროიალიანსის" გენერალური დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში, აშენებდა საცხოვრებელ სახლებს, ბაგა-ბაღებს და სკოლებს; 2010 წლიდან დღემდე იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადის ზოგად-საინჟინრო ბატალიონში მსახურობს, იყო ოცეულის მეთაური, სამშენებლო სამმართველოს უფროსია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.98
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |