შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა სანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სოხუმის ქალთა გიმნაზია 1919 წელს. 1923-1925 წლებში სწავლობდა რუსთაველის თეტრთან არსებულ სტუდიაში. 1925 წელს ა. სანაძე ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის მსახიობად. 1945-1950 წლებში მუშაობდა საქართველოს ფილარმონიაში, 1950 წლიდან კი სოხუმის თეტრის მსახიობია. მსახიობის მიერ სცენაზე განხორციელებული 50-ზე მეტი როლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: კეკელა(შ. დადიანის "გუშინდელნი"), დარეჯანი(ა. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), მარიამი(ა. კლდიაშვილის "დაბრუნება"), ისახარი(ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), ეფროსინე(მ. ბარათაშვილის "მარინე"), ანნა პავლოვნა(ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში") და სხვ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.- გვ.59 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |