The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხმალაძე

დაბადების თარიღი:17 მარტი, 1920
გარდაცვ. თარიღი:1993  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა ბორჯომის საშუალო სკოლა 1938 წელს.

სკოლის დამთავრების შემდეგ ბორჯომის თეატრის მსახიობი იყო. 1946 წლიდან ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. 1948 წელს ბორჯომის თეატრის ლიკვიდაციის შემდგომ მუშაობდა ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის სახლში სამხატვრო ხელმძღვანელად, რეჟისორად და მსახიობად. 1959 წელს სათავეში ჩაუდგა ახალშექმნილ ბორჯომის სახალხო თეატრს. მისი ხელმძღვანელობით თეატრმა არაერთხელ ისახელა თავი ფესტივალებსა და სახალხო თეატრების დათვალიერებაზე. შესრულებული აქვს 100-ზე მეტი როლი. შესანიშნავი გარეგნობა, ტემპერამენტი, პლასტიკა საშუალებას აძლევდა მსახიობს შეექმნა დასამახსოვრებელი სახეების მთელი გალერეა,  რომელთა შორის აღსანიშნავია სხვადასხვა ხასიათის, დროისა და ეპოქის ამსახველი როლები: გაიოზ ფაღავა - (ვ. გუნიას "და-ძმა"), მიკიჩა, აკოფა, ავეტიკა, მოურავი (ავქ. ცაგარელის "ხანუმა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ონისე - (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), სულეიმანი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ-მალ-ალან") კაკული (გ. სუნდუკიანის "პეპო"), შვაჩი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა. განხორციელებული აქვს 70-ზე მეტი დადგმა: ვ. გუნიას "და-ძმა", ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ხანუმა", ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი", გ. ქელბაქიანის "დაგვიანებული სინანული", ა. გიგაურის "მშობლიურ მთებში", ბ. ლავრენიევის "რღვევა", გ. სუნდუკიანის "პეპო", უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ-ალან" და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.18

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: