The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რობერტ ქართველიშვილი

Date of birth:15 September, 1909  (115 years)
Date of death:19??
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1927 წელს, თბილისის მე-15 შრომის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტში(1928-1932). პარალელურად, 1929 წელს სწავლობდა მუშა-ახალგაზრდობის თეატრის სტუდიაში, იყო ამავე თეატრის რეჟისორის თანაშემწე, შემდეგ კი რეჟისორი. 1952-1953 წლებში სწავლობდა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტთან არსებულ რეჟისორთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. რობერტ ქართველიშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა რეჟისორად-თბილისის სამომხმარებლო კოოპერაციის(1934-1936), ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის(1937-1939), სამხატვრო ხელმძღვანელად-ლაგოდეხის(1939-1942, 1948-1949), ტყიბულის(1946-1948), მთავარ რეჟისორად-სიღნაღის(1949-1952), რეჟისორად-თელავის(1952-1955) და ფოთის(1955-1964) თეატრებში. მის მიერ სხვადასხვა წლებში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: შ. დადიანის "გუშინდელნი", პ. ირეთელის "ქრისტინე", ა. ყაზბეგის "არსენა", ა. წერეთელის "პატარა კახი" და "კინტო", ა. ცაგარელის "ხანუმა", "ციმბირელი" და "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა", შილერის "ვერაგობა და სიყვარული", ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", რ. ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", გ. ერისთავის "გაყრა" და "ძუნწი", ს. შანშიაშვილის "არსენა", კ. ბუაჩიძის "ვარდი ასფურცლოვანი", ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი", ა. სუმბათაშვილის "ღალატი", ბ. ლავრენიოვის "რღვევა", ი. ვაკელის "შამილი" და "შური", ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი", ა. სუხოვო-კობილინის "კრეჩინსკის ქორწინება", გ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ", "ჩვენი მიწა", ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", გ. მუხთაროვის "ოჯახის ღირსება", ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია", ტ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა" და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.70

Awards and Honors

  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: