The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანუჩარ შერვაშიძე

მანუჩარ შერვაშიძე
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1930
გარდაცვ. თარიღი:3 მარტი, 2022  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1955 წელს.

ბათუმის თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია პოლონიუსი (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), ხარიტონი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ილარიონი (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ქლესოვი (ავქ. ცაგარელის "ციმბირელი"), ჩინჩახოვი (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), აშუღი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), ტიტიკო (ვ. დარასელის "კიკვიძე"), კალანდაძე (ვ. კანდელაკის "დრო 24 საათი"), შოთა (ფ. ხალვაშის "ვაზის ტირილი"), ბესო (თ. ჭილაძის "ბუდე მეცხრე სართულზე"), ჯანიკო (ა. ჩხაიძის "როცა ქალაქს სძინავს") და სხვა. კინოში განსახიერებული როლებიდან: სიპიტო - "წუთისოფელი", დურუ ხუნჯუა - "რეკორდი", კომენდატი - "უმცროსი და", არლანი - "მთვარის მოტაცება", ადმინისტრატორი - "ზღვის მგელი", კარპე - "სითბო გაუნაწილე", "მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ", - ბიძინა ფოსტალიონი - "გადაღების ერთი დღე", ანტიბიო - "ზღვის შვილები", კაპიტანი - "კაპიტნები", და სხვა. მისი შემოქმედებითი შესაძლებლობა განსაკუთრებული ძალით ვლინდებოდა კომედიურ და სახასიათო როლების განსახიერებისას. მდიდარი ფანტაზია, გამომგონებლობის ნიჭი, გამორჩეული პლასტიკა, არტისტიზმი საშუალებას აძლევს მსახიობს საინტერესო, კოლორიტული სცენური თუ კინომატოგრაფიული სახეებით გაამდიდროს საკუთარი, შინაარსიანი არტისტული ბიოგრაფია. 2010 წლის 28 ნოემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.19; ბათუმი დრამატული თეატრი • Batumi Drama Theatre: facebook.com

http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/99533

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1961 - აჭარის დამსახურებული არტისტი
  • იუსუფ კობალაძის სახელობის პრემია

გააზიარე: