შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა გეჯაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიული სტუდია (ხელმძღ. დავით ჯავრიშვილი). სტუდიის დამთავრების შემდეგ თეატრში დატოვეს სოლისტ-მოცეკვავედ. 1939 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადის მოცეკვავე მსახიობად მუშაობდა. 1940 წლიდან ახლადჩამოყალიბებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის (მხატვრული ხელმძღვანელი გრ. კოკელაძე, ქორეოგრაფი ჯ. ბაგრატიონი) სოლისტია. 1941 წელს, ომის დაწყებისთანავე გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. 1943 წლიდან კვლავ დაუბრუნდა ანსამბლს, სადაც 1947 წლამდე მუშაობდა. ორი წლის განმავლობაში იგი მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახ. დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში ნ. რამიშვილისა და ი. სუხიშვილის ხელმძღვანელობით. 1949-1961 წლებში მოღვაწეობდა ხელოვნების მუშაკთა სახლთან არსებულ ქართული ხალხური საკრავების ორკესტრში (ხელმძღვანელი - კირილე ვაშაკიძე) ქორეოგრაფად. 1962 წლიდან საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების ქორეოგრაფ-კონსულტანტია. მოღვაწეობის 40 წლის მანძილზე მრავალი ცეკვა შეასრულა. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული "ქართული", "აფხაზური", "მთიულური", "ცერული", "აჭარული", "ძველი თბილისური", "ხევსურული" და სხვა ცეკვები. შ. გეჯაძე მოსკოვში გამართული ქართული ხელოვნების დეკადებისა (1937, 1958 წ.წ.) და მხატვრული თვითმოქმედების საკავშირო ოლიმპიადის (1947) მონაწილეა. ანსამბლთან ერთად ნამყოფია სსრკ ყველა რესპუბლიკაში. იგი ქორეოგრაფიის დარგშიც მუშაობდა. აღსანიშნავია მისი დადგმები: "მწყემსური", "საკოლმეურნეო", "სიმინდის ყანაში", "შრომის ცეკვა", "თუშური გარმონით", "ცერებზე" და სხვა. წარმატებით მოღვაწეობდა ახმეტის, წითელწყაროს, მცხეთის, ახალციხის რაიონულ თვითმოქმედ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებში, თბილისის სკოლებსა და ფაბრიკა-ქარხნებთან არსებულ თვითმოქმედ კოლექტივებში. დაჯილდოებულია ბევრი მედლით, დიპლომითა და სიგელით. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.6; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.41-43 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |