შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა გეჯაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქართული ცეკვის ხელოვნებას ეზიარა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში დავით ჯავრიშვილის ხელმძღვანელობით. სტუდიის დამთავრების შემდეგ თეატრში დატოვეს სოლისტ-მოცეკვავედ; 1939 წელს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადის მოცეკვავე მსახიობია; 1940 წლიდან ახლად ჩამოყალიბებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი; 1941 წელს, ომის დაწყებისთნავე გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში; 1943-1947წწ. დაუბრუნდა ზემოთ აღნიშნულ ანსამბლს; 1947-1948წწ. მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით; 1949-1958წწ. კვლავ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლშია; 1959-1961წწ. მოღვაწეობდა ხელოვნების მუშაკთა სახლთან არსებულ ქართული ხალხური საკრავების ორკესტრში; 1962 წლიდან საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების ქორეოგრაფ-კონსულტანტია. მოღვაწეობის 40 წლის მანძილზე მრავალი ცეკვა შეასრულა. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული "ქართული", "აფხაზური", "მთიულური", "ცერული", "აჭარული", "ძველი თბილისური", "ხევსურული" და სხვა ცეკვები. მის მიერ დადგმული ქორეოგრაფიული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: "მწყემსური", "საკოლმეურნეო", "სიმინდის ყანაში", "შრომის ცეკვა", "თუშური გარმონით", "ცერებზე" და სხვა. მოღვაწეობდა ახმეტის, წითელწყაროს, ახალციხის რაიონულ თვითმოქმედ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებში. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.6; dspace.nplg.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |