The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფერდინანდ ბჟიკიანი

ფერდინანდ ბჟიკიანი
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1905
გარდაცვ. თარიღი:1969  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სილაუხი, თურქეთი.

1919-1921წწ. სწავლობდა როსტოვის რუსულ დრამატულ თეატრთან არსებულ სტუდიაში. მას ახალგაზრდობიდანვე დიდი მისწრაფება ჰქონდა თეატრალური ხელოვნებისადმი, ესწრებოდა წარმოდგენებს და ხშირად გამოდიოდა სცენაზე. მონაწილეობა მიიღო გამოჩენილი სომეხი ტრაგიკოსოსის ვაჰრამ ფაფაზიანის საგასტროლო წარმოდგენებში ხარკოვში, დონის-როსტოვში, ახალ ნახჭევანში და სხვა ქალაქებში; გასტროლების შემდეგ იგი შევიდა სარეჟისორო კურსებზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა პეტროვი. 1931 წელს ჩამოვიდა თბილისში და სომხურ თეატრში დაიწყო მუშაობა ჯერ მსახიობად, შემდეგ მთავარ რეჟისორად და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. სომხური თეატრის სცენაზე დადგა შემდეგი სპექტაკლები: შექსპირის "ოტელო" და "მეთორმეტე ღამე", ნ. გოგოლის "ქორწინება", მ. ლერმონტოვის "მასკარადი", ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", გ. სუნდუკიანის "პეპო", "ხათაბალა", "კიდევ ერთი მსხვერპლი", პარონიანის "ძია ბაღდასარი", ა. შირვანზადეს "პატიოსნებისათვის", "მორგანის მძახალი", ლ. ლეონოვის "შემოსევა", ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", ს. ვურღუნის "ვაგიფი", "სანდარი", ბარსეგიანის "კამო", დემირჭიანის "ვარდანანქი", ავჩიანის "საიათნოვა", "ქოროღლი", მანველიანის "ბაღების სიმღერა", ა. აბშილავას "ადამიანი დაბრუნდა", შილერის "ყაჩაღები" და სხვა. როგორც მსახიობმა შეასრულა შემდეგი როლები: ძია ბაღდასარი (პარონიანის "ძია ბაღდასარი"), მასისიანი (გ. სუნდუკიანის "ხათაბალა"), მინთოევი (ა. შირვანზადეს "მორგანის მძახალი"), სიმონა (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1995. -გვ.6; ru.hayazg.info

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - სომხეთის სახალხო არტისტი
  • 1950 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: