შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არტემ ბოჯგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზანა, სენაკის მაზრა. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1934 წელს. 1923 წლამდე მუშაობდა სოფლად; 1924-1929წწ. მსახურობდა ქ. თბილისში, კავალერისტთა პოლკში; მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქშახტპროექტში" დამპროექტებლად; 1937 წლის აგვისტოში დაინიშნა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორად, სადაც მუშაობდა 1949 წლამდე; 1946 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1947 წელს აირჩიეს დოცენტად და მუშაობდა სამთო-სამშენებლო მანქანებისა და ტრანსპორტის კათედრაზე; 1949-1951წწ. მივლინებული იყო ქ. მოსკოვში, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში დოქტორანტურის კურსის გასავლელად; 1951-1956წწ. მუშაობდა საკავშირო სამრეწველო ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ; 1956 წლიდან პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მხაზველობითი გეომეტრიისა და გრაფიკის კათედრაზე; განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი უდიდესი დამსახურება ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო ბაზის შექმნისა და სრულყოფის საქმეში; 1937 წლის ბოლოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექციისა და უშუალოს მისი ინიციატივით შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელსაც ევალებოდა ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსის განვითარება და მისი მშენებლობის ხელმძრვანელობა; ინსტიტუტის საბურთალოს კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1939 წელს და დასრულდა 1952 წელს; აღსანიშნავია, აგრეთვე მისი დიდი დამსახურება და განსაკუთრებული ზრუნვა ინსტიტუტის სასწავლო ლაბორატორიების ინვენტარითა და სხვა საჭირო მოწყობილობებით აღჭურვის საქმეში; მიუხედავად ომის მძიმე და გაჭირვებული პერიოდისა, ინსტიტუტის კაბინეტ-ლაბორატორიები თითქმის უზრუნველყოფილი იყო სასწავლო პროცესისათვის საჭირო აღჭურვილობით; იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოგონების ავტორი სამგზავრო კიდული ბაგირგზების სფეროში; მისი დირექტორობის პერიოდში 1947 წელს, დაარსების 25 წლისთავზე, ინდუსტრიულ ინსტიტუტს ეწოდა "საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.98-99; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |