Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კირილე ვაშაკიძე![]()
Biographyდაამთავრა მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალურ-პედაგოგიური სასწავლებელი. 1938 წელს მოსკოვში ხალხურ საკრავთა ორკესტრის ხელმძღვანელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარა; ოცდაათიან წლებში მოლიბდენწარმოების მუშებს შორის პატარა ორკესტრის კაპელმაისტერობა დაეკისრა; 1937 წელს თბილისში არქიტექტურულ ტექნიკუმში კულტმუშაკად მუშაობდა, სადაც ქართულ ხალხურ საკრავთა ორკესტრი ჩამოაყალიბა და იმავე წელს მეოთხე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გამოიყვანა; 1938 წელს ხალხური შემოქმედების ცენტრალურ სახლში ჩამოყალიბდა ქართულ საკრავთა ორკესტრი კირილე ვაშაკიძის ხელმძღვანელობით, რომელშიც უკრავდნენ მუსიკალური სკოლებისა და ტექნიკუმების მოსწავლეები; ომის შემდეგ მან ტყიბულს მიაშურა და იქ ჩამოაყალიბა სიმღერისა და საკრავების ანსამბლი, რომელმაც მეექვსე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, 1949 წელს საპატიო სიგელი და ქების ფურცელი დაიმსახურა; 1953 წლიდან ის თბილისში მიიწვიეს და მთავარ სახელმწიფო ანსამბლში ჩამოყალიბებული ორკესტრის ხელმძღვანელობა დააკისრეს; მრავალი კონცერტი ჩატარდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ მცირე ხნით ხალხურ საკრავთა ორკესტრი გამოეყო ანსამბლს და ცალკე განაგრძობდა არსებობას; შემდგომ ხალხურ საკრავთა ორკესტრს საქართველოს საგუნდო საზოგადოება უწევდა მფარველობას. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 93
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |