The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ვაშალომიძე

დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:1974  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, მახარაძის რაიონი.

ოჯახის მუსიკალურმა ტრადიციებმა ბავშვობიდანვე გაუღვიძა მუსიკისადმი სიყვარული; ბევრი რამ შეისწავლა ბიძებისაგან -  დიმიტრი და ილარიონ პატარავებისაგან, რომლებიც გურიაში აღიარებული მომღერლები იყვნენ; არმიაში გაიწვიეს და როგორც მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელმა იქ მიიღო პირველი პრაქტიკა; გორში ლეგიონის გუნდს ხელმძღვანელობდა; მშობლიურ მაკვანეთში შვიდი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საკოლმეურნეო გუნდს, თან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე, მაკვანეთის შვიდწლიან სკოლაში, როგორც სიმღერის მასწავლებელი; ორ ათეულ წელზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა ანასეულის საკვლევი ინსტიტუტის, ნასაკირალისა და ნარუჯის საბჭოთა მეურნეობის პროფკავშირთა გუნდებს; სარაიონო ოლიმპიადებზე ხშირად გამოდიოდა და ყოველთვის საპრიზო ადგილებს იმსახურებდა; სიცოცხლის ბოლო წლებში ხანდაზმული მოღვაწე ხელმძღვანელობდა მახარაძის რაიონის სხვადასხვა სოფლების საკოლმეურნეო გუნდებს; დიდი ენერგია შეალია ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეს; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 94



გააზიარე: