შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბჟალავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. 1942-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, იყო კენიგსბერგის იერიშის მონაწილე. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1946 წელს, კურსის დამთავრების შემდეგ. მუშაობდა ინჟინრად ქ. სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომში და საპროექტო ინსტიტუტ "აფხაზპროექტში"; იყო აფხაზეთის კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ქ. სოხუმის მთავარი არქიტექტორი; 1960-1993წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" სოხუმის ფილიალში; იყო მრავალი პროექტის ავტორი, არაერთი მშენებლობის საავტორო ხელმძრვანელი. მათ შორის, გაგრაში, გუდაუთაში, სოხუმში, ოჩამჩირეში აგებული საცხოვრებელი სახლებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების პროექტირება-მშენებლობისა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.99; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.219 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |