The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრო ბრეგვაძე

Date of birth:26 December, 1911
Date of death:1966  (at 54 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნავენახები, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი საგზაო ინჟინრის კვალიფიკაციით 1941 წელს.

1927-1929წწ. მუშაობდა ტყიბულის ქვანახშირის და ჭიათურის მანგანუმის მომპოვებელ ტრესტებში, მნგრეველად, სატვირთო სადგურების მწონავად; პარალელურად სწავლობდა რკინიგზის მუშფაკში; 1942-1947წწ. მუშაობდა II მსოფლიო ომის ფრონტის სხვადასხვა უბანზე; იყო N124 სამშენებლო-სარემონტო მატარებლის ცვლის უფროსი; 1948-1949წწ. იმავე მატარებლის მთავარი ინჟინერი და უფროსის მოადგილეა; 1949-1952წწ. მუშაობდა უბნის უფროსად "ზესტაფონი-ჭიათურის" რკინიგზის მშენებლობაზე; 1952-1956წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "თბილმეტრომშენის" შახტის უფროსი, ასევე ხელმძრვანელობდა N212 სამშენებლო-სარემონტო მატარებელს; 1956-1966წწ. იყო N213 სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლის უფროსი; უშუალოდ მონაწილეობდა მეტროსადგურების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, ლიკანის პოლიკლინიკა-სანატორიუმის კომპლექსის, ფიზიკის ინსტიტუტის, გეოფიზიკის ლაბორატორიის, ცხრაწყაროს კოსმოსური სხივების ლაბორატორიის, ხიდის, კოლექტორის (ორთაჭალაში), ბოტანიკური ბაღის გვირაბის, მიწისქვეშა გასასვლელების, 300 არაგველის ობელისკის, სარკინიგზო ხაზების საექსპლუატაციოდ გადაცემაში, ელბაქიძის აღმართის რეკონსტრუქციაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს საყრდენი კადლის აგებაში და ა. შ.; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.99-100

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: