The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრა ცქიტიშვილი

დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1978  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაგომარი, ოზურგეთის რაიონი.

1932 წელს დაამთავრა ნაგომარის საშუალო სკოლა. 1937-1940 წლებში სწავლობდა ბათუმის თეატრთან არსებულ სტუდიაში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ხულოს(1940-1941), ცაგერის(1942-1943) თეატრებში მსახიობად, ხოლო 1943 წლიდან იყო ოზურგეთის თეატრის მსახიობი. ძირითადად თამაშობდა სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია: სალომე(ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), თიმსალ-მაკო(ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), კაკალა(პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), მართა(დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), პუპი(გრ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), ბოჩკაროვა(ა. კორნეიჩუკის("პლატონ კრეჩეტი"), ვასასი(ა. დევიძის "მეუღლენი"), ანეტა(მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი"), ოფელია, ფლორიდა(ვ. კანდელაკის "ერთხელ დახოცილები", "ამაღლებული სოფელი"), ევა(ვ. გაბესკირიას "უფსკრულთან"), კუკუშა(გ. მარუაშვილის "საქმენი აჭიმეთური"), ზაბლონა(ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), პელაგია(ბ. რაცერის და ნ. კონსტანტინოვის "უთანასწორო ქორწინება"), ხანუმა, ორომსე(ა. ცაგარელის "ხანუმა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), თებრო(გ. ბერიაშვილის "თეთრი"), ცაცანა(დ. კლდიაშვილის "თეთრხალათიანი ქალიშვილი"), ზაბუნოვა(მ. გორკის "ეგორ ბულიჩოვი და სხვები"), კესარია(ა. თაბორიძის "ქორწილი ჩვენს სოფელში"), აკვირინე(რ. ებრალიძის "მოგზაურობა ზღაპარში"), სუსანა მაჭანკალი(შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ელპიტე(გ. ჩიტაიშვილის "სიყვარულო ძალსა, შენსა"), მართა(გ. ხუხაშვილის "აღმართ-დაღმართი") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.74

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: