Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრა ცქიტიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაგომარი, ოზურგეთის რაიონი. 1932 წელს დაამთავრა ნაგომარის საშუალო სკოლა. 1937-1940 წლებში სწავლობდა ბათუმის თეატრთან არსებულ სტუდიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ხულოს(1940-1941), ცაგერის(1942-1943) თეატრებში მსახიობად, ხოლო 1943 წლიდან იყო ოზურგეთის თეატრის მსახიობი. ძირითადად თამაშობდა სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია: სალომე(ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), თიმსალ-მაკო(ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), კაკალა(პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), მართა(დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), პუპი(გრ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), ბოჩკაროვა(ა. კორნეიჩუკის("პლატონ კრეჩეტი"), ვასასი(ა. დევიძის "მეუღლენი"), ანეტა(მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი"), ოფელია, ფლორიდა(ვ. კანდელაკის "ერთხელ დახოცილები", "ამაღლებული სოფელი"), ევა(ვ. გაბესკირიას "უფსკრულთან"), კუკუშა(გ. მარუაშვილის "საქმენი აჭიმეთური"), ზაბლონა(ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), პელაგია(ბ. რაცერის და ნ. კონსტანტინოვის "უთანასწორო ქორწინება"), ხანუმა, ორომსე(ა. ცაგარელის "ხანუმა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), თებრო(გ. ბერიაშვილის "თეთრი"), ცაცანა(დ. კლდიაშვილის "თეთრხალათიანი ქალიშვილი"), ზაბუნოვა(მ. გორკის "ეგორ ბულიჩოვი და სხვები"), კესარია(ა. თაბორიძის "ქორწილი ჩვენს სოფელში"), აკვირინე(რ. ებრალიძის "მოგზაურობა ზღაპარში"), სუსანა მაჭანკალი(შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ელპიტე(გ. ჩიტაიშვილის "სიყვარულო ძალსა, შენსა"), მართა(გ. ხუხაშვილის "აღმართ-დაღმართი") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.74 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |