The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგი წულაძე

სერგი წულაძე
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1916
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 1977  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1939 წელს, 1947 წელს კი ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ (1921) ემიგრაციაში წასულ მამას თან ახლდა და 1925 წლამდე სტამბოლში, 1925 წლიდან კი პარიზში ცხოვრობდა. 1951 წელს მიენიჭა სორბონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1941 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1943 წლიდან საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე იყო. 1944-1945 წლებში თანამშრომლობდა ფრანგულ კომუნისტურ პრესაში. 1958 წლიდან ოჯახით გადმოვიდა საცხოვრებლად საქართველოში. 1958-1961 წლებში მუშაობდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1961 წლიდან გარდაცვალებამდე მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში განაგებდა ფსიქოთერაპიის განყოფილებას. შეისწავლიდა პიროვნების სტრუქტურას შიზოფრენიისა და ნევროზების დროს; შეიმუშავა ნევროზების ორიგინალური კლასიფიკაცია, დ. უზნაძის განწყობის თეორიის საფუძველზე მოგვაწოდა თემატური და არათემატური აპერცეფცის დიფერენცირებული შეფასება და სხვა. იგი იყო არაცნობიერის შესახებ თბილისში ჩატარებული პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის ერთ-ერთი ინიციატორი. ნაყოფიერად იღწვოდა მთარგმნელობით სარბიელზე. ფრანგულ ენაზე თარგმნა იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება", იოანე საბანისძის "აბო თბილელის მარტვილობის", ჩახრუხაძის "თამარიანის" ნაწყვეტები. მასვე ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის, გ. აბაშიძის, ი. აბაშიძის, კ. კალაძის, გ. ლეონიძის, ი. ნონეშვილის, გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, ო. ჭილაძისა და სხვა ლექსთა თარგმანები, წერილები ვეფხისტყაოსანზე, ნ. ბარათაშვილის ლექსებსა და ფ. რაბლეს რომანზე "გარგანტუა და პანტაგრუელი".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.347;

http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/170470

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საფრანგეთის კომპარტია , წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საფრანგეთის აკადემიის ლანგლუას სახელობის პრემია
    ვეფხისტყაოსნის თარგმანისთვის

გააზიარე: