The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბახვა ბუაძე

ბახვა ბუაძე
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:1992  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1955 წელს.

მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში, საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში", საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N14 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის მმართველის მოადგილედ, რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად, სპეციალიზებული სამშენებლო სამმართველო "საძირკველმშენის" უფროსად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N1 სახლთსაშენი კომბინატის უფროსის მოადგილე; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქ. თბილისის საცხოვრებელი მიკრორაიონების კომპლექსური განაშენიანების საქმეში; მინიჭებული ჰქონდა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.100


გააზიარე: