Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელერი ბუბაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი თბომომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობით 1960 წელს. 1960-1966წწ. მუშაობა თბილისის საკოლმეურნეო ბაზრების სამმართველოს სარემონტო-სამშენებლო კანტორაში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1966-1974წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს თბილისის სამშენებლო უბნის უფროსი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1979-1981წწ. სამტრედიისა და ცხაკაიას (სენაკის) სამმართველოს უბნის უფროსი; 1981-1982წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს N1 და N2 სამშენებლო-სარემონტო ტრესტების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1982-1990წწ. სათავეში ედგა რესპუბლიკური სასოფლო-საწარმოო გაერთიანება "თავთავის" სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს; 1990-2001წწ. საქართველოს ი. ნ. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს; 2002 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა მცხეთისა და შიდა ქართლის სარაიონთაშორისო სამშენებლო ორგანიზაციას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.100-101
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |