The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი წულეისკირი

გიორგი წულეისკირი
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1909
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 1988  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყაზანი, რუსეთი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი 1931 წელს.

1931-1945წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" გეოლოგიური პარტიის უფროსის მოადგილედ, "ხრამჰესის" მშენებლობაზე მთავარ გეოლოგად, იქვე წყალსაცავის მშენებლობის უბნის უფროსად; 1945-1946წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს "სანდარი-ხრამჰესის" საავტომობილო გზის მშენებლობის უფროსად; 1946-1953წწ. ხელმძღვანელობდა "ხრამჰესმშენის" საგზაო და სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" N1 სამშენებლო სამმართველოებს, სიონის ჰიდროკვანძის მშენებლობას; 1953 წელს დაინიშნა ლაჯანურის ჰიდროელერქტროსადგურის მშენებლობის უფროსად; 1961-1963წწ. მივლინებული იყი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ასუანის ჰიდროკვანძის მიწისქვეშა სამუშაოების უფროსად; 1963-1964წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" მაღლივი კაშხლის მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1964-1974წწ. "ენგურჰესის" მშენებლობის კომპლექსური სამმართველოს უფროსის მოადგილედ, "ენგურჰესის" მშენებლობის "გვირაბმშენის" სამშენებლო სამმართველოს უფროსად; ჩატარებული აქვს საძიებო სამუშაოები "აწჰესის" მშენელობაზე, რიონ-ცხენისწყლის, მდინარე ჭიშურისა და ზემო მტკვრის აუზებში; ხელმძღვანელობდა ჰიდროტექნიკური გვირაბებისა და "ლაჯანურჰესის, სსრ კავშირში პირველი, 75-მეტრიანი თაღოვანი უნიკალური კაშხლის მშენებლობებს, არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში ასუანის ჰიდროკვანძის მიწისქვეშა სამუშაოების წარმოებას. გვირაბმშენებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.347; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.687

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კპ XX ყრილობის დელეგატი
  • სკკპ , წევრი (1947-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    ხრამჰესის მშენებლობისთვის
  • ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), დიდი ვერცხლის მედალი

გააზიარე: