შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი გოჩალეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: აბაშის რაიონი. დაამთავრა ონტოფოს არასრული საშუალო სკოლა 1930 წელს. 1930-1935წწ. სწავლობდა თბილისის მე-2 მოზრდილთა ათწლედში, 1936-1938წწ. თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1937 წელს მონაწილეობდა საქართველოს მუსიკალურ დეკადაზე მოსკოვში, როგორც გუნდის მომღერალი. 1935-1940წწ. მუშაობდა მსახიობ-მომღერლად დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ ანსამბლში, რომელსაც ცნობილი ლოტბარი კირილე პაჭკორია ხელმძღვანელობდა. 1940-1941წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მომღერალი-სოლისტი იყო. 1941-1943წწ. იგი იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში. 1943-1946წწ. კი მსახიობი-მომღერალია საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლისა, ხოლო 1946-1947წწ. მსახიობ-მომღერლად იყო დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. 1947 წლიდან პენსიაში გასვლამდე იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მსახიობი-მომღერალი. დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური სიმღერის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეს. მღეროდა მთელ რიგ სოლო პარტიებს: "მხედრულში", "ლილეოში", "კუჩხი-ბედნიერში", აფხაზურ "დაჭრილის სიმღერაში", "ოდოიაში", "სატრფიალოში" და სხვა. მან დიდი მონდომებით დაამუშავა სიმღერები: "ქართველო ხელი ხმალს იკარ", "არაგვისპირული ლაშქრული", "ლაშქრად წასვლა მას უხარის" და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.22 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |