Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნადეჟდა როშჩეპკინა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1932 წელს. 1932-1963 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1932-1987 წლებში ასწავლიდა ბავშვთა ცენტრალურ სპორტულ სკოლაში. 1963-1968 წლებში მუშაობდა კუბაში, იყო ჰავანის ნაციონალური ბალეტის თეატრის ქორეოგრაფ-კონსულტანტი. 1971-1974 წლებში იმყოფებოდა ალჟირში. მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა ალჟირის ნაციონალური საბალეტო სკოლა. ნადეჟდა როშჩეპკინა ასრულებდა სოლო ცეკვებს ოპერებში: ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"; მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"; დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"; მ. იპოლიტოვ-ივანოვის "ღალატი"; ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"; ი. ტუსკიას "სამშობლო"; ჯ. ვერდის "აიდა", "ტრავიატა" და სხვ. მონაწილეობდა საბალეტო სპექტაკლებში: გრ. კილაძის "სინათლე", დ. თორაძის "გორდა", "მშვიდობისათვის", პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა", ბ. ასაფიევის "ბაღჩისარაის შადრევანი", ლ. მინკუსის "დონ-კიხოტი" და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.74 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |