Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ოსაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. 1938 წელს დაამთავრა ხაშურის საშუალო სკოლა. 1939 წელს სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქუთაისის (1940-1943), გორის (1943-1964) თეატრებში; 1964 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ავეტიკა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ჟამთაბერი (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), ბესო (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), ქუჩარა, ბეშკენი (კ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კახაბერის ხმალი"), შმაგა, ეპიშკინი, დელებოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", "უეცარი სიმდიდრე", "ტალანტები და თაყვანისმცემლები"), ანტონიო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ტრავერსენი (კ. გოლდონის "საპატარძლო აფიშით"), ბეჟან-აღა (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ტირეზია (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), კურტისი (შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), თარმერი (ჯ. სელენჯერის "თამაში ჭვავის ყანაში"), ჟანას მამა (ჟ. ანუის "ჟანა დ'არკი), მოხუცი ყრუ (თ. ჩხეიძის "ვისია ვისი"), იონა, კაპია (გ. ხუხაშვილის "გზები", "მოსამართლე"), გიორგი, ყარამანი (ა. ჩხაიძის "მომავალ შეხვედრამდე", "მიკროფონი"), ფაილოკი (ა. პარუნიანის "ძია ბაღდასარი"), ნიკო (ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში"), ლუკაია (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), უშიშა (ვაჟა-ფშაველას "ორი პოემა"), გლეხი (ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!"), ძია ვანო (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა"), გეურქა (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), ზალიკა (ნ. ლორთქიფანიძის "ჟამთა სიავე"), იასე დიდიძე (გ, ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი"), გიორგი (ჯ. მონიავას "აღუვსებელი საწყაული"), ლევიცკი (ვ. დელმარის "იქნებ ბავშვები ფრინველებს გვანან") და სხვ. გადაღებულია ფილმებში: "ანარეკლი"(1974), "ხაფანგი"(1992). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.74; ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.-გვ.73 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |