The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ წიგნაძე

მიხეილ წიგნაძე
Date of birth:18 October, 1914
Date of death:1986  (at 71 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა ბათუმის სამშენებლო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1936 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული სტუდია.

1937-1940 წლებში იყო ბათუმის თეატრის მსხიობი, 1940-1946 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. ომის დამთავრების შემდეგ (1946-1986) იყო ოზურგეთის თეატრის მსახიობი. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ზაალი (ს. შანშიაშვილის "არსენა"), იოანე (ა. ცაგარელის "ციმბირელი"), ლომკაცა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), აბდულ სადაყი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), მეფე (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), ბარნაბი (გრ. ბერძენიშვილის "სიყვარულის ძალა"), მაქსველი (ჯ. გოუსა და ა. დიუსოს "ღრმა ფესვები") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.75

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: