შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლილი ფოფხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1962-1972წწ. მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში"; 1972 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე. წლების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ მოღვაწეობას. თანაავტორია პიესისა "ვარიაციები თანამედროვე თემაზე"; თარგმნილი აქვს პიესები: ა. გელმანის "დასაწყისი", ე. შვარცის "დრაკონი", მ. შატროვის "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე" (რ. სტურუასთან ერთად), კ. ჰიგინსის და უ. კარიერის "ჰაროლდი და მოდი", შექსპირის "მეფე ლირი" (გ. ჩარკვიანსა და რ. სტურუასთან ერთად), კალდერონ დე ლა ბარკას "ცხოვრება სიზმარია" (რ. სუტურასთან ერთად). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.7. https://sputnik-georgia.com/columnists/20160116/229810459.html ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |