The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლილი ფოფხაძე

ლილი ფოფხაძე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ფილოლოგი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

1962-1972წწ. მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში"; 1972 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე. წლების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ მოღვაწეობას. თანაავტორია პიესისა "ვარიაციები თანამედროვე თემაზე"; თარგმნილი აქვს პიესები: ა. გელმანის "დასაწყისი", ე. შვარცის "დრაკონი", მ. შატროვის "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე" (რ. სტურუასთან ერთად), კ. ჰიგინსის და უ. კარიერის "ჰაროლდი და მოდი", შექსპირის "მეფე ლირი" (გ. ჩარკვიანსა და რ. სტურუასთან ერთად), კალდერონ დე ლა ბარკას "ცხოვრება სიზმარია" (რ. სუტურასთან ერთად).

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.7.

           https://sputnik-georgia.com/columnists/20160116/229810459.html

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - საქართველოს თეატრალური საზოგადოების სპეციალური პრემია
    ქართული თეატრის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის
  • 1981 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: