The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა ჯავახია

დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1915  (109 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თელავის საშუალო სკოლა 1930 წელს.

სხვადასხვა წლებში მსახიობად და რეჟისორის თანაშემწედ მუშაობდა თელავის (1929-1934 და 1938-1939), ქუთაისის (1934-1935), ხაშურის (1935-1936), თბილისის მუსიკალური კომედიის (1936-1938), ახალციხის (1939-1940) თეატრებში; 1945 წლიდან იგი კვლავ თელავის სახელმწიფო თეატრში მიიწვიეს მსახიობად და რეჟისორის თანაშემწედ. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კუჭატნელი (ს. შანშიაშვილის "არსენა"), გივი ჩოლოყაშვილი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), ნიკიტა დუდნიკოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ხადილა (ალ. ყაზბეგის "ხევიზბერი გოჩა"), დიმიტრი (დ. თაქთაქიშვილის "კვალითელი დალაქი"), ელიზბარი (ვ. გაბესკირიას "მათი ამბავი"), ვურმი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1995. -გვ.10.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: