The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ ბუზალაძე

ავთანდილ ბუზალაძე
Date of birth:2 September, 1937  (87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ქარელი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენში". ჯერ იყო ტექნიკური განყოფილების ინჟინერი, შემდეგ საბინაო მშენებლობის სამმართველოს მშენებელი ოსტატი; 1963 წელს გადაიყვანეს ქიმიური ქარხნის მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1966 წელს სახლმშენებელი კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1970 წლიდან მუშაობდა მოსკოვში "გლავმოსსტროის" ("მთავარმოსკოვმშენი") სისტემაში; ამ პერიოდში მუშაობა უხდებოდა საზღვარგარეთ მშენებარე ობიექტებზე (ირანი, ინდოეთი, ავღანეთი); 1975 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N14 სამშენებლო ტრესტში; 1977-1982წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით გაგზავნილი იყო ჩინეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიწისძვრით მიყენებული ზიანის ლიკვიდაციის სამუშაოებში დახმარების გაწევის მიზნით; 1982-1985წწ. მუშაობდა N14 სამშენებლო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველო "ფუნდამენტმშენის" უფროსად; 1985-1989წწ. იყო სამშენებლო მატარებელ "ტიუმენმშენის" უფროსი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.102

Awards and Honors

  • ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერ-მშენებლის წოდება
  • ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ქების სიგელი

Share: