The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ზაგორსკი

ალექსანდრე ზაგორსკი
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1884
გარდაცვ. თარიღი:1965  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სარატოვი, რუსეთის ფედერაცია.

დაამთავრა ქალაქ ტამბოვის გიმნაზია.

პირველად პროფესიულ სცენაზე გამოვიდა იაროსლავის ვოლკოვის თეატრში 1908 წელს. ის შემოქმედებით სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა: ჟიტომირის (1921-1922), ასტრახანის (1922-1923), ტულის, კურსკის, არხანგელსკის (1923-1926), იაროსლავის, კალუგის, ჩელიაბინსკის, კაზანის, კოსტრომის (1926-1939) თეატრებში. 1939 წლიდან ა. ზაგორსკი  გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ტეტერევი, პროხორ ხრაპოვი(მ. გორკის "ვასა ჟელეზნიოვა", "ბარბაროსები"); ზვეზდინცევი, თავადი ობრეზკოვი (ლ. ტოლსტოის "განათლების ნაყოფი", "ცოცხალი ლეში"); ვერშინინი (ჩეხოვის "სამი და"), გრომილოვი, მამაევი, ლავრ მირონის ძე, ბესსუდნი, ბერკუტოვი (ა. ოსტროვსკის "ტალანტები და თაყვანისმცემლები", "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება", "უკანასკნელი მსხვერპლი", "ხელსაყრელ ადგილზე", "მგლები და ცხვრები"), მინაი კორშუნოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), მაკფერსონი (კ. სიმიონოვის "რუსული ხასიათი") და სხვ. გადაღებული იყო კიევისა და თბილისის კინოსტუდიების ფილმებში.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.- გვ. 66

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1943 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: