Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ზაგორსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სარატოვი, რუსეთის ფედერაცია. დაამთავრა ქალაქ ტამბოვის გიმნაზია. პირველად პროფესიულ სცენაზე გამოვიდა იაროსლავის ვოლკოვის თეატრში 1908 წელს. ის შემოქმედებით სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა: ჟიტომირის (1921-1922), ასტრახანის (1922-1923), ტულის, კურსკის, არხანგელსკის (1923-1926), იაროსლავის, კალუგის, ჩელიაბინსკის, კაზანის, კოსტრომის (1926-1939) თეატრებში. 1939 წლიდან ა. ზაგორსკი გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ტეტერევი, პროხორ ხრაპოვი(მ. გორკის "ვასა ჟელეზნიოვა", "ბარბაროსები"); ზვეზდინცევი, თავადი ობრეზკოვი (ლ. ტოლსტოის "განათლების ნაყოფი", "ცოცხალი ლეში"); ვერშინინი (ჩეხოვის "სამი და"), გრომილოვი, მამაევი, ლავრ მირონის ძე, ბესსუდნი, ბერკუტოვი (ა. ოსტროვსკის "ტალანტები და თაყვანისმცემლები", "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება", "უკანასკნელი მსხვერპლი", "ხელსაყრელ ადგილზე", "მგლები და ცხვრები"), მინაი კორშუნოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), მაკფერსონი (კ. სიმიონოვის "რუსული ხასიათი") და სხვ. გადაღებული იყო კიევისა და თბილისის კინოსტუდიების ფილმებში. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.- გვ. 66 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |