Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრო ბულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1943 წელს. 1943-1965წწ. მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროების სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1965-1969წწ. იყო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" მმართველო; 1969 წელს დაინიშნა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრის მოადგილედ მშენებლობის დარგში, სადაც მუშაობდა 1973 წლამდე; შემდეგ გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველად; ასევე, იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ერთ-ერთი სამშენებლო ტრესტის მმართველი; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მრავალი მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, როგორებიცაა: ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების საერთაშორისო მნიშვნელობის საკურორტო კომპლექსი 3000 ადგილზე, სენაკის ხალიჩების კომბინატი, ზუგდიდის, წალენჯიხის, ქობულეთისა და ჯვარის ჩაის ფაბრიკები, გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხანა, კაჭრეთის წისქვილკომბინატი, გამარჯვების მეფრინველეობისა და მეცხოველეობის კომპლექსები; ასევე, საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები - თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, გაგრაში, გუდაუთაში, თელავში, საგარეჯოსა და მარნეულში; იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვისი ხელმძღვანელობითაც, პირველად საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც, განხორციელდა ანაკრები რკინაბეტონის კარკასული მაღლივი ნაგებობების მშენებლობა სეისმური ზემოქმედების ზონაში; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.102-103 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |