Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო ბულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს. მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰოდროპროექტში", საიდანაც "ენგურჰესის" მშენებლობაზე გადაიყვანეს უბნის უფროსად; 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, ტრესტ "წყალმშენის" სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ კი იმავე სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1979 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტრესტ "კოლხეთმშენის" გალის სამშენებლო სამმართველოს უფროსად, ხოლო 1986-1993წწ. ტრესტ "კოლხეთმშენის" მმართველი იყო; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ხელმძღვანელობით სამგორის ველსა და კოლხეთის დაბლობზე სამელიორაციო სისტემების მშენებლობა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.103 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |