The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ბულია

ოთარ ბულია
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა კიშინიოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს.

1962-1963წწ. მუშაობდა ქ. სემიპალატინსკში (ყაზახეთის რესპუბლიკა, ყამირის მხარე) სამშენებლო სამმართველოს ინჟინრად; 1963-1969წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის ზუგდიდის სამშენებლო სამმართველოში - სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1979წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" სამრეწველო საწარმოთა კომბინატის მთავარი ინჟინერი, დირექტორი; 1979-1992წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის N11 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოსა და ამავე ტრესტის მექანიზაციის სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; აქტიურად იყო ჩართული და მონაწილეობდა მრავალი მნიშვნელოვანი საწარმოს, მათ შორის - საკონსერვო, ღვინისა და ლუდის ქარხნების მშენებლობაში. ასევე, ქ. გაგრის საკურორტო კომპლექსების, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.103


გააზიარე: