The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კიკნაძე

დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1985  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბჟინევი, ჭათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის გადასამზადებელი კურსები 1931 წელს. 1931-1933 წლებში სწავლობდა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყბელო ფაკულტეტზე.

გ. კიკნაძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჭიათურის(1933-1938), რუსთაველის(1938-1959 და 1973-1983) თეატრებში, აგრეთვე საქართველოს ფილარმონიაში(1957-1973). მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ჭიათურის თეატრში: ნეზნამოვი(ა. ოსტროვკის"უდანაშაულო დამნაშავენი"), გოგია(ეგ. ნინოშვილის "ქრისტინე"), იანუსი(ი. ვაკელის "შამილი"), კირილე(დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), დიეგო(გ. მდივანის "ალკაზარი"); რუსთაველის თეატრში: მათია(ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), მეძიმურა(ა. ბარიანოვის "იმათ მხარეში"), როსტომი(მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი"), ბახვა(გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), უჩა(გ. პატარაიას "უჩა უჩარდია"), ერეკლე(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ლეკლერი(ი. დიუბუას "ჰაიეტი"), თაბაგარი(ი. ვაკელის "რვალი"), გაბრო(ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), სიცკი(ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.- გვ.69

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: