The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ბურდულაძე

დავით ბურდულაძე
Legal name:ალექსი ბურდულაძე
Date of birth:1 September, 1961  (63 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტოსაგზაო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1983 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა.

1987-1992წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზების კათედრასთან არსებული სტუდენტთა საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი; 2000-2007წწ. საავტომობილო გზების კათედრის გამგე; 2007-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგზაო დეპარტამენტის უფროსი; 2012 წლიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო განყოფილება, მოწვეული ექსპერტი; მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგზაო დეპარტამენტის საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორია, ასევე, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სრული პროფესორი; მონაწილეობდა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში საავტომობილო გზებისა და აეროდრომების დაპროექტების, მშენებლობის დროს შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლისა და ექსპერტიზის კუთხით; არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 5 წიგნის და 5 გამოგონების ავტორი, აკადემიკოსი; მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში; მისი ხელმძღვანელობით მომზადებული და დაცულია 5 სადოქტორო დისერტაცია. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით "საშენი მასალები და ნაკეთობები" 1992 წელს, ხოლო 2006 წელს სადოქტორო დისერტაცია ამავე სფეროში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.104

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი

Bibliography


Share: