შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო წინამძღვრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქარელი. სხვადასხვა წლებში მსახიობად მუშაობდა: ქუთაისის (1921-1925 და 1926-1927), ჭიათურის (1925-1926), ონის (1927-1929), ხაშურის (1930-1931), სიღნაღის (1931-1932 და 1933-1934), ფოთის (1937-1938) თეატრებში. 1938 წლიდან გარდაცვალებამდე ქუთაისის თეატრში მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მაგდანა, ფოფოდია (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", "გუშინდელნი"), კატინა (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), მამიდა (ტ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძელი"), ნანა (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), დარეჯანი (გ. ნახუცრიშვილის, ბ. გამრეკელის "ლადო კეცხოველი"), გალჩიხა, კაბანიხა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", "ჭექა-ქუხილი"), პროსტაკოვა (ფონვიზინის "უმწიფარა"), არხიპოვა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ფაშარი (დენერისა და კორმონის "ორი ობოლი") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.11 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |