შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჩხაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს; ხოლო სარეჟისორო ფაკულტეტი 1972 წელს. 1959 წლიდან მოღვაწეობს რუსთაველის თეატრში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ქმარი (კ. სენდერბიუს "ქალთა აჯანყება"), ლუზნეცოვი (ი. პოპოვის "ოჯახი"), პეტრე (ბლაჟეკის "მესამე სურვილი"), ბალაშოვი (მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი"), პოლევიო (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), კლეონტი (მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო"), გიორგი ამირანიძე (ლ. სანიკიძის "ქუთათურები"), მიშელი (გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი"), ხოსე (გ. მდივნის "ტერეზას დაბადების დღე"), მესამე ვეზირი, შაჰი, ყრუ, აქიმი, ყასაბი, მოტირალი, გლახაკი (სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა"), ოსვალდი, ბურგუნდის მთავარი (შექსპირის "მეფე ლირი"), ქონდარუხი (ა. სულაკაურის "სალამურა"), სევასტი, მსახიობი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე"), კატა (ე. შვარცის "დრაკონი"), გამცემლიძე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), მეორე ექიმი, ბიზერგამი, პირველი ვექილი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), კადრების განყოფილების გამგე (ა. გელმანის "დასაწყისი"), შალვა (დ. ტურაშვილის "დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის") და სხვა. დადგმული აქვს: თ. ჭილაძის "დავიწყებული ამბავი", ა. ჩხაიძის "თავისუფალი თემა", ა. ვალიეხოს "ოცნება", თ. მეტრეველის "შეშლილი, შეშლილი... ახალი წელი", დე ფილიპოს "აჩრდილები". გადაღებულია ფილმში "შენს ხელთაა სიცოცხლე". წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.12 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |