The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ციალა ჟორჟოლაძე

Date of birth:11 April, 1930  (95 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1938-1948წწ. სწავლობდა თბილისის 33-ე ქალთა საშუალო სკოლაში.

იყო სკოლასთან არსებული დრამატული წრის წევრი. სადაც ითამაშა პირველი როლი, ქეთო - ი. გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა", ირინე - დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" და სხვა. 1948-1952წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, სტუდენტურ წარმოდგენებში განახორციელა როლები: ნუცკია - მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა", პოლინა - ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი", მაშენკა - ა. აფინოგენოვის "მაშენკა" და სხვა. 1952-1961წწ. ჯერ ქუთაისის, ხოლო შემდეგ რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. ამ თეატრების სცენაზე შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: თალიკო (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"), გულიკო (კ. ბუაჩიძის ''მკაცრი ქალიშვილები''), ციალა (ვ. პატარაიას ''ქალიშვილი ზღვის პირას''), ელპიტე (დ. კლდიაშვილის "მათი გასაჭირი"), ლილი (რ. თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი"), ლია (კ. გორგაძის "ნაცნობი სახეები"), ემმა (პ. ჯაკომეტის ''დამნაშავის ოჯახი''), დეზდემონა (უ. შექსპირის ''ოტელო''), პავლა პანოვა (კ. ტრენიოვის ''ლიუბოვ იაროვაია"), ზინკა (ა. არბუზოვის "ირკუტსკის ისტორია"), ამ როლში მსახიობმა დიდი მოწონება დაიმსახურა მოსკოვში 1961 წლის გასტროლებზე. 1961 წელს მოზარდმაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი იყო, სადაც განასახიერა როლები: მანანა (ვ. როზოვის "გზა მშვიდობისა"), პატარა გოგონა (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), დედინაცვალი (გ. ქელბაქიანის "დედინაცვალი"), მზია (რ. ბეჟანიშვილის "ცისკარაულის ბუდე"), ხორეშანი (ქ. ქუჩუკაშვილის "კონკია"), ტუფია (დ. კლდიაშვილის ''უბედურება''), ძიძა (ლ. ქიაჩელის ''ტარიელ გოლუა''), მოქრისი (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), დუნიაშა (პ. ბლიახინის, ა. პოლევოის და ტოლბუზინის "წითელი ეშმაკუნები"), დორინა (მოლიერის "ტარტიუფი"), მარია (უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე''), მისის ბანკს (ტრავერსის "მერი პოპინსი"), და სხვა. გამორჩეული იყო როგორც ბიჭების როლების ერთად-ერთი საუკეთესო შემსრულებელი მსახიობი ქალი ქართულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. საამისოდ თითქმის ყველა თვისება გააჩნდა და სრულ გარდასახვასაც ახერხებდა როლებში: წითურა ბიჭი (ე. გოგიაშვილი "ალვები"), იბრუხტი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), ნიკო (ა. თაბორიძის "დაკარგული დრო"), პეტია ნეჩიატაილო (ა. ხმელნიცკის "ჯართი"), ჯიმი რ. სტივერსონის "განძთა კუნძული"), ბახა (ვ. კახაძის "კოცონი შინდის გორაზე"), ვოვკა (ვ. კოროსტილიოვის "ვოვკა იალმების პლანეტაზე") და სხვა. გარდა თეატრისა, 1964 წლიდან ნაყოფიერად მოღვაწეობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაშიც, იუმორისტული მიმოხილვებით - "მოვიტანეთ სიხარული", "მართლწესრიგი" და სხვა. 

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.24

Awards and Honors

  • 1969 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: