The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე პერესტიანი

ივანე პერესტიანი
დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1870
გარდაცვ. თარიღი:14 მაისი, 1959  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნოვოდევიჩის სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტაგანროგი, რუსეთი.

იგი კინოში მუშაობადა 1916 წლიდან. მის მიერ გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია: "სურამის ციხე" (1922), "წითელი ეშმაკუნები" (1923), "თავადის ქალი შირვანიდან", "შირვანის თავადის ქალის წამება", "სამი სიცოცხლე" (1924), "ჩვენი ქვეყნის რაინდი" (1925), "ზვავი" (1926) "ილან-დილი" (1926), "ჭორი" (1928), "ზამადუ" (1929), "ანუში"(1931). 1928-1933წწ. მოღვაწეობდა სსრკ-ს სხვადასხვა ქალაქებში (ოდესა, ერევანი). 1933 წელს თბილისში დაბრუნდა და მსახიობად მუშაობდა. მის მიერ შესრულებული როლები: ბარონი როზენი ("არსენა", 1937), რუსეთის ელჩი ("გიორგი სააკაძე", 1942-1943), იეზუიტი ("დავითბეგი", 1944), ვოლინსკი ("დავით გურამიშვილი", 1946), გიმნაზიის დირექტორი ("აკაკის აკვანი", 1947). ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა და რეჟისორს საკავშირო მასშტაბით დიდი აღიარება მოუტანა ფილმმა "წითელი ეშმაკუნები", რომელიც სათავგადასავლო ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებად არის მიჩნეული მუნჯი პერიოდის ფილმებიდან. სარეჟისორო ხელოვნებასთან ერთად თვალსაჩინოა მისი არტისტული მოღვაწეობაც. მან არა ერთი და ორი შთამბეჭდავი და კოლორიტული სახე შექმნა ქართულ კინემატოგრაფიაში. საბჭოთა ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი დამაარსებელი; კინორეჟისორი.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.25; თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.737

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1949 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: