Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე პერესტიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტაგანროგი, რუსეთი. იგი კინოში მუშაობადა 1916 წლიდან. მის მიერ გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია: "სურამის ციხე" (1922), "წითელი ეშმაკუნები" (1923), "თავადის ქალი შირვანიდან", "შირვანის თავადის ქალის წამება", "სამი სიცოცხლე" (1924), "ჩვენი ქვეყნის რაინდი" (1925), "ზვავი" (1926) "ილან-დილი" (1926), "ჭორი" (1928), "ზამადუ" (1929), "ანუში"(1931). 1928-1933წწ. მოღვაწეობდა სსრკ-ს სხვადასხვა ქალაქებში (ოდესა, ერევანი). 1933 წელს თბილისში დაბრუნდა და მსახიობად მუშაობდა. მის მიერ შესრულებული როლები: ბარონი როზენი ("არსენა", 1937), რუსეთის ელჩი ("გიორგი სააკაძე", 1942-1943), იეზუიტი ("დავითბეგი", 1944), ვოლინსკი ("დავით გურამიშვილი", 1946), გიმნაზიის დირექტორი ("აკაკის აკვანი", 1947). ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა და რეჟისორს საკავშირო მასშტაბით დიდი აღიარება მოუტანა ფილმმა "წითელი ეშმაკუნები", რომელიც სათავგადასავლო ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებად არის მიჩნეული მუნჯი პერიოდის ფილმებიდან. სარეჟისორო ხელოვნებასთან ერთად თვალსაჩინოა მისი არტისტული მოღვაწეობაც. მან არა ერთი და ორი შთამბეჭდავი და კოლორიტული სახე შექმნა ქართულ კინემატოგრაფიაში. საბჭოთა ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი დამაარსებელი; კინორეჟისორი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.25; თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.737 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |